ჯანჯღავას ქუჩა II ჩიხში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონში, ჯანჯღავას ქუჩა II ჩიხში, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და დაახლოებით, 2 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

პროექტისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბი ემ სი“ ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 115 000 ლარი არის გათვალისწინებული.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – ოთხი წელი შესრულდა, რაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მგზავრობენ ევროკავშირის ქვეყნებში
შემდეგი სტატიახანძარი თბილისში – პეკინის გამზირზე ბინა იწვის