მინდია ჯანელიძე დავითგარეჯას საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფება

მინდია ჯანელიძე დავითგარეჯას საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფებაა. ის ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობს.

უცნობია რა კითხვები აქვს მასთან გამოძიებას და რა დამატებით ახალი გარემოემები გახდება ცნობილი მისი დაკითხვის შემდეგ.

შეგახსენებთ, ამ დრომდე ე.წ კარტოგრაფების საქმეში ჯანელიძის ჩევენების ოქმი არ იყო. ამის პარალელურად კი, ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი, ამბობს, რომ მათი ოქმები მნიშვნელოვანია საქმის სრულყოფილი განხილვისათვის.

აღსანიშნავია, რომ მინდია ჯანელიძე სახელმწიფო კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის სამსახურს ხელმძღავანელობდა. მღვდელ კირიონის მონათხორბით კი, ირკვევა, რომ ჯანელიძე ის პირია, ვინც, რუკის არსებობაზე 2014 წლიდან იცოდა, ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად.

ცნობისთვის, აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: 34 პაციენტია, რომელიც მართვით სუნთქვაზეა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი მისი პოლიტიკური წარსულია