ტიკარაძე: 34 პაციენტია, რომელიც მართვით სუნთქვაზეა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, დღესდღეობით საქართველოში 34 პაციენტია, რომელიც სასუნთქ აპარატზეა შეერთებული. ტიკარაძე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის პროტოკოლით რეკომენდებული არაა და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადაჰყავთ კოვიდ-ინფიცირებული პირები მართვით სუნთქვაზე.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში სასუნთქი აპარატების საკმარისი მარაგია, – “სასუნთქი აპარატები საკმარისი იყო, ჯერ კიდევ თებერვალში. სახელმწიფომ მაინც შეისყიდა უახლესი აპარატები, რომლებიც მეტად ეფექტურად მართავენ კოვიდს. ჩვენ უკვე 100-ზე მეტი აპარატი გვაქვს შეძენილი, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილებულია იმ კლინიკებში, სადაც მძიმე პაციენტები იმართებიან”.

დღეს, 19 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 469 თბილისში გამოვლინდა , 360 – აჭარაში, იმერეთში – 99, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 15, სამეგრელო ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 46, გურიაში – 25, მცხეთა მთიანეთში – 14, სამცხე ჯავახეთში – 7.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – აჭარაში ინფიცირებულების შემთხვევების მართვა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, წესების უმკაცრესი დაცვით
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე დავითგარეჯას საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფება