ჯანდაცვის სამინისტროსთან სტუდენტები რეზიდენტურის გამოცდის საფასურის დაკისრებას აპროტესტებენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეზიდენტურის გამოცდის საფასურის დაკისრებას აპროტესტებენ.

სტუდენტებმა იურისტ ანა დოლიძის მხარდაჭერით დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში წერილობითი მიმართვა მიიტანეს, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ის სამართლებრივი უზუსტობა, რომლის მიხედვითაც უწყებას არ აქვს უფლება გამოცდაზე უკვე დარეგისტრირებულ რეზიდენტებს, დასაშვებად განკუთვნილი ფულადი გადასახადი დააკისროს.

„ჩვენ კონსულტაციები პროფესიონალ იურისტებთან გავიარეთ, რეგისტრაცია 30 ნოემბერს დასრულდა, დადგენილება კი 2 დეკემბერს მიიღეს.რაც იმას ნიშნავს, რომ იურიდიულად ეს გადაწყვეტილება და შესაბამისად, არც გადასახადების გადახდა არ გვეხება.არ ვართ არანაირი ტარიფიკაციის მომხრე, სანამ ხარისხობრივად ჩვენი საგამოცდო სისტემა არ გაიმართება“, – განაცხადა სტუდენტმა ნიკა ჯინიკაშვილმა.

ანა დოლიძის განცხადებით კი, თუ სამინისტრო არ გაითვალისწინებს მიმართვას, ახალგაზრდები სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოს გზით გააგრძელებენ.

banner
წინა სტატიაშიქარელში 22 წლის ბიჭმა სიძე მოკლა
შემდეგი სტატიაქუთაისში ივანიშვილის კლოუნებმა განსაკუთრებული უტიფრობა გამოიჩინეს ძალადობით-ბოკერია