ქუთაისში ივანიშვილის კლოუნებმა განსაკუთრებული უტიფრობა გამოიჩინეს ძალადობით-ბოკერია

ვროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქუთაისში დაანონსებულ აქციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქალაქი ის ადგილია, სადაც “სამარცხვინო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, კლოუნებმა განსაკუთრებული უტიფრობა გამოიჩინეს ძალადობის სახით”.

ბოკერიას თქმით, მათ უნდა გაიგონ საზოგადოების ხმა, რომ აქვთ ორი გზა:

“ან უკან წაიღებენ იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენეს (და მაშინ მოხდება ის, რაც სურს მთელ ქვეყანას – მშვიდობიან, სამართლიან, პროპორციულ არჩევნებში ივანიშვილის დამარცხება) ან გააგრძელებენ ამ უტიფრობას, სადაც მათივე მოქმედებების შედეგად ასლანის [აბაშიძე] გზაზე დადგებიან და ასლანივით ან უარესად დაასრულებს ივანიშვილი და ყველა მისი კლოუნი”.

“ვერ გაგვაჩერებთ” – ასე ერქმევა იმ მსვლელობას, რომელსაც დღეს ქუთაისში ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება გამართავს.

ოპოზიციასთან ბრძოლის ახალი ტაქტიკის ფარგლებში ქართული ოცნების აქტივისტები და საჯარო მოხელეები ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს თავს ესხმიან.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტროსთან სტუდენტები რეზიდენტურის გამოცდის საფასურის დაკისრებას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძემ განმარტა, რას ნიშნავს „ნაკერავზე გახევა”