ჯანდაცვის სამინისტრო ყოვლისშემძლე უწყება არაა, მასაც სჭირდება მხარდაჭერა – ტიკარაძე

„ჩვენ გვესმოდა მუდმივი კრიტიკა, სწორად იყო თუ არა წარმართული საინფორმაციო კამპანია. ჩვენ გატარებული ღონისძიებები გავაანალიზეთ და უნდა ვაღიარო, რომ კამპანია, რომელიც წარმართული იყო სხვადასხვა უწყების მიერ, იყო მასშტაბური.

თუმცა იკვეთებოდა ნეგატიური გზავნილები რომელიც ვაქცინაციის პროცესზე უარყოფით გავლენას ახდენდა. მნიშვნელოვანია, სამომავლოდ გავიაზროთ, რომ, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება, მნიშვნელოვანია, ყოველმხრივ იყოს ის მხარდაჭერილი და არ გვესმოდეს მხოლოდ კრიტიკა. ჯანდაცვის სამინისტრო ყოვლისშემძლე უწყება არაა, მასაც სჭირდება მხარდაჭერა და არა მხოლოდ კრიტიკა.” – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკა ტიკარაძე “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიდღეს ზუგდიდის საკრებულო ნამდვილად ვერ აცდება კრიზისს – ანი წითლიძე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის საპყრობილეში ყოფნის საფუძველი არ არსებობს – ხატია დეკანოიძე