დღეს ზუგდიდის საკრებულო ნამდვილად ვერ აცდება კრიზისს – ანი წითლიძე

ზუგდიდის საკრებულო დღეს სავარაუდოდ, თავმჯდომარეს ვერ აირჩევს. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის გარდა სხვა რაიმე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტია “საქართველოსთვის” წევრებიც.

“დღეს ზუგდიდის საკრებულო ნამდვილად ვერ აცდება კრიზისს, დღეს სავარაუდოდ ვერ მოხდება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, ჩვენ არ დავაყენებთ ჩვენ კანდიდატურას და არ მივიღებთ არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობას გარდა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისა”, – თქვა ანი წითლიძემ.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს სხდომას, რომელიც წესით საჯაროა, მოქალაქეები ვერ დაესწრებიან.

“ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კანონის მიხედვით საკრებულოს სხდომა არის ღია, ამ წუთას ვიგებ და ვარკვევ, რომ საკრებულოს სხდომა ჩაკეტეს და მოქალაქეებს, ჩვეულებრივ ზუგდიდელებს, რომლებსაც უნდათ, რომ დაესწრონ საკრებულოს სხდომა, უბრალოდ არ უშვებენ, ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც უმცირესობაში ზუგდიდის საკრებულოში და რომელსაც უმრავლესობა არ ჰყავს”, – აღნიშნა ანი წითლიძემ.

banner
წინა სტატიაშიPfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი – კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მრავალი წლის განმავლობაში იქნება საჭირო
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო ყოვლისშემძლე უწყება არაა, მასაც სჭირდება მხარდაჭერა – ტიკარაძე