ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია აშკარა კავშირის გარეშე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია აშკარა კავშირის გარეშე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი შედარებით მცირეა, ჩვენ შეშფოთებული ვართ ვირუსით ინფიცირების იმ შემთხვევების გამო, რომლებსაც აშკარა ეპიდემიოლოგიური კავშირი არ აქვთ. მაგალითად, იმ ადამიანების დაინფიცირებით, რომლებიც არ ყოფილან ჩინეთში და დაინფიცირებულ პაციენტთან აშკარა კონტაქტი არ ჰქონიათ“, – აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ „ტვიტერზე“ გაავრცელა.

 

banner
წინა სტატიაშიჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება
შემდეგი სტატიასოფელ კირბალთან ოკუპანტებმა 17 წლის მოზარდი დააკავეს