სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა 17 წლის მოზარდი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა 17 წლის მოზარდი დააკავეს. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებს.

როგორც უწყებაში განმარტეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოზარდის გასათავისუფლებლად.

სოფლის გამგებლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, დაკავებულია ალექსანდრე შიუკაშვილი. მოზარდი თანასოფლელებთან ერთად იმყოფებოდა ტყეში, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება. ცერცვაძის თქმით, შიუკაშვილთან მყოფებმა გამოქცევა მოასწრეს.

„ბიჭები სოფელთან მდებარე ტყეში შეშაზე იყვნენ წასულები. 17 წლის ბიჭი დააკავეს, დანარჩენებმა გამოქცევა შეძლეს. ამ ბიჭის მამაც რამდენჯერმე ჰყავდათ დაკავებული. ზუსტად არ ვიცით, სად იმყოფება ის ახლა – რუსულ ბაზაზე თუ ცხინვალში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია აშკარა კავშირის გარეშე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო
შემდეგი სტატია23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა