ჯანდაცვის ექსპერტი – საუბარია პირველადი ჯანდაცვის კრახზე – უკვე უნდა ველოდოთ მეხუთე ტალღას

gulis eleqsiri

ჩვენ უკვე უნდა ველოდოთ მეხუთე ტალღას და უკვე უნდა ვემზადებოდეთ ამისთვის, – ამის შესახებ “დროას” წევრმა, ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა.

მისვე განმარტებით, კოვიდპაციენტების მკურნალობის პროტიკოლის ცვლილებაზე დღეს საუბარი დაგვიანებულია.

„დღეს პროტოკოლებზე სუბარია არათუ უსაფუძვლოა, არამედ, ეს უკვე არავითარ ჩარჩოში არ ჯდება. რაღა დროს პროტოკოლზე საუბარია?! დღეს საუბარია პირველადი ჯანდაცვის კრახზე, რომელიც ჩვენ ისედაც ვიცით, დღეს საუბარია, როგორ გამოვძვრეთ ამ მდგომარეობიდან. ამისთვის აუცილებელია ის, რომ ყოველდღე უნდა იყოს დაახლოებით, 40 000 ადამიანი აცრილი. ამისთვის აუცილებელია ვაქცინაციის ცენტრების შექმნა, მობილური ჯგუფების იქ გასვლა, საიდანაც ხალხი ვერ მიდის ამცრელ პუნქტებამდე და აუცილებელია ვაქცინაციის ყველა იმ რეზერვის გამოყენება, რაც დღეს არსებობს. ჩვენი გათვლებით და სტატისტიკით, დახლოებით, ვაქცინების 2-3 კვირის მარგია დარჩენილი. ამიტომ, ეს უნდა იყოს გაწერილი და ღიად გამოცხადებული. ასევე, ჩენ უკვე უნდა ველოდოთ მეხუთე ტალღას და უკვე უნდა ვემზადებოდეთ ამისთვის”, – აცხადებს გიორგი ჩახუნაშვილი.

მისივე თქმით, დღეს ჯანდაცვის სექტორი ჩავარდნილია.

“გაასაჯაროვეთ რა რეზერვებია კონკრეტულად ანტიკოაგულანტების, რომელიც საჭიროა მწვავე ავადმყოფებისთვის და რომელიც საჭიროა კოვიდგადატანილებისთვის, ანუ პოსტკოვიდის მდგომარეობის შემდეგ, ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე ადაიანებისთვის, რომელსაც აქვს გულის იშემიური დაავადება, ინსულტი და ა.შ. კარგად გადახედეთ ანტიკოაგულანტებსდა ზუსტი სია მოგვაწოდეთ”, – განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

წინა სტატიაშიეროვნულ გალერეაში ნიკოლაძის, გუდიაშვილის, კაკაბაძის, ახვლედიანის ნამუშევრები ჩამოხსნეს – წულუკიანის გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაქაბულში დღესასწაულის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა