ქაბულში დღესასწაულის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დღესასწაულის აღნიშვნის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გასროლის შედეგად მინიმუმ 17 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ქაბულის საავადმყოფოს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით „თალიბანს“ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, უცნობია ისიც რას ზეიმობდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ჰაერში გასროლა განახორციელეს. ამასთან, დაჯგუფების პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ჰაერში გასროლა აკრძალა და განაცხადა, რომ სჯობს, ამის ნაცვლად „ხალხმა უფალს უთხრას მადლობა“.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის ექსპერტი – საუბარია პირველადი ჯანდაცვის კრახზე – უკვე უნდა ველოდოთ მეხუთე ტალღას
შემდეგი სტატიაკუჭავა – ახალი „საარჩევნო კოდექსი“ საშუალებას მოგვცემს არჩევნები ჩავატაროთ დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში