ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში პატრიარქი მივიდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორე მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში სრულიად უკვე მივიდა. ტაძარში ასევე იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საზოგადოება ”ივერიისას” ხელმძღვანელი გიორგი თავაძე.

კულტურის მინისტრმა საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა. და ტაძრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დიდი პოტენციალია იმისთვის, რომ ის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად იქცეს მთელი ქვეყნისთვის ივერონის ანალოგად.
”კულტურის სამინისტრო საზოგადოება ”ივერიისასთან” ერთად, ასევე ეროვნულ მუზეუმთან ერთად გარკვეულ კონცეფციაზე ვმუშაობთ, რომელიც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება. დეტალებზე მომავალში ვისაუბრებთ, როდესაც ეს კონცეფცია მზად იქნება”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დღესვე პირველად ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარზე ზარებს დარეკავენ.
პატრიარქი ტაძარში წმინდა ბარბარეს დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს.

banner
წინა სტატიაშიგომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიააჭარაში 12 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდება