აჭარაში 12 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდება

news
ავტ.: news დეკემბერი 17, 2016 13:30

აჭარაში 12 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდება

ბათუმისა და ხელვაჩურის 12 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდება. მიზეზად ცენტრალურ მილსადენზე შექმნილი ავარიული მდგომარეობა სახელდება.

სასწავლო პროცესი ყველა იმ სკოლასა და საბავშვო ბაღში შეწყდა, სადაც გათბობა ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული.

როგორც „სოკარ ჯორჯიაში“ განაცხადეს, ტექნიკური ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

„ჩვენი შესაბამისი სამსახურები ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობენ. გადასული ვართ 24-საათიანი მორიგეობის გრაფიკზე და რისკები იმისა, რომ ასეთი სიტუაცია ისევ განმეორდება, მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი“, – განაცხადა „სოკარ ჯორჯია გაზი“ აჭარის ექსპლუატაციის სამსახურის უფროსმა დაჩი მახარაძემ.

ბათუმში, ხელვაჩაურსა და სარფში 50 ათას აბონენტს ცენტრალურ მაგისტრალზე დაზიანების გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება გუშინ შეუწყდა.

news
ავტ.: news დეკემბერი 17, 2016 13:30