ივანიშვილს უნდა ისედაც დამორჩილებული ეროვნული ბანკი კიდევ უფრო დაიმორჩილოს

პარლამენტში შემოიტანეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ორი კაცით გაზრდას. აქედან ერთი იქნება დამატებითი ვიცე-პრეზიდენტი. ამ გადაწყვეტილების გასამყარებლად შემოიტანეს მეორე კანონპროექტიც, რომელიც ითვალისწინებს ფინანსთა სამინისტროდან ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში გადატანას, ანუ ვითომ დამატებითი საქმე გამოუჩინეს ეროვნულ ბანკს. ეს კანონპროექტი, მთავრობის დიდი მცდელობის მიუხედავად, გუშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ჩავარდა. როგორც ჩანს, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და სხვა დონორებიდან მიიღეს გაფრთხილება. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრით გაზრდას კომიტეტმა მაინც დაუჭირა მხარი.

მანამდე სალომე ზურაბიშვილმა, თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, წარადგინა ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურები. ერთი წელი აწვალეს, ”პრეზიდენტი” ფეხებზე დაიკიდეს და მთავრობამ (პარლამენტის ხელით) ახლახან ორივე დაბლოკა ( ერთი ჩაუგდეს, ერთს უარი ათქმევინეს).

ამ კანონის მიღების შემდეგ ივანიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოში მიავლენს ოთხ ახალ მონა-მორჩილ ადამიანს.

რა ეროვნული ბანკი და რა უზენაესი ( საკონსტიტუციო) სასამართლოები.

ასეთია ოლიგარქიული მმართველობის ბუნება-ყველაფერი ერთ ხელში მოაქციო და გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური მიზნებისათვის-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი: ირაკლი კობახიძე ჩამოყალიბდა საქართველოში ცნობილ მხოლოდ აფერისტად კი არა, არამედ აфერისტად!
შემდეგი სტატიამე და ჩემი კოლეგები რესპუბლიკელთა კვლევით კომიტეტში თავისუფლებას ვიცავთ და პუტინის მეგობრებთან ბრძოლაში უკან არ დავიხევთ, მათ შორის არც საქართველოში