მე და ჩემი კოლეგები რესპუბლიკელთა კვლევით კომიტეტში თავისუფლებას ვიცავთ და პუტინის მეგობრებთან ბრძოლაში უკან არ დავიხევთ, მათ შორის არც საქართველოში

მე და ჩემი კოლეგები რესპუბლიკელთა კვლევით კომიტეტში თავისუფლებას ვიცავთ და პუტინის მეგობრებთან ბრძოლაში უკან არ დავიხევთ, მათ შორის არც საქართველოში, – ამის შესახებ კონგრესმენი მარკვეინ მულენი „ტვიტერში“ წერს. მულენი ერთ-ერთია იმ 13 კონგრესმენიდან, რომლებიც ხელს აწერენ აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ს.

მულენი „ტვიტერის“ გვერდზე აზიარებს აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის კომენტარს, რომელმაც ანგარიშის შესახებ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„ვნახე ქართულ პრესაში გავრცელებული სტატია რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით. რაიმე არ შეგეშალოთ, ეს სიცრუეა. მე და ჩემი კოლეგები რესპუბლიკელთა კვლევით კომიტეტში თავისუფლებას ვიცავთ და პუტინის მეგობრებთან ბრძოლაში უკან არ დავიხევთ, მათ შორის არც საქართველოში“,- აღნიშნავს მულენი.

 

banner
წინა სტატიაშიივანიშვილს უნდა ისედაც დამორჩილებული ეროვნული ბანკი კიდევ უფრო დაიმორჩილოს
შემდეგი სტატია„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“: საქართველოს ხელისუფლებამ გიორგი გაბუნიას უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს