„ივანიშვილმა მარგველაშვილის ურჩობის მაგალითზე გადაწყვიტა შეზღუდოს ახალი პრეზიდენტის დამოუკიდებლობა“ – ირაკლი აბესაძე

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 40%-ით მცირდება , აღნიშნულს საპარლამენტო უმცირესობა პრევენციის მექანიზმად აფასებს.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ახალ პრეზიდენტს ფინანსური რესურსი გიორგი მაერგველაშვილის ურჩობასთან დაკავშირებული გამოცდილების გამო შეუზღუდა:

„როგორც ჩანს მარგველაშვილის ურჩობის მაგალითზე დაყრდნობით ივანიშვილმა გადაწყვიტა მაქსიმალურად შეზღუდოს ახლად არჩეული პრეზიდენტის დამოუკიდებლობა და პოლიტიკური აქტივობა, რაც პირველ რიგში გამოიხატება სწორედ ფინანსური დამოუკიდებლობის ჩამორთმევით, ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი შეზღუდვით.

ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი რესურსი დაახარჯა ივანიშვილის პრეზიდენტად გახდომას, სურს, რომ ახალი პრეზიდენტი იყოს მხოლოდ ნომინალური ფიგურა ყოველგვარი დამოუკიდებლობის ხარისხისა და გარანტიების გარეშე,“-ამბობს ირაკლი აბესაძე.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატია„ვეღარ მიეჩვიეთ, რომ უკვე პრეზიდენტი ვარ?”- ზურაბიშვილი ჟურნალისტებს