„ვეღარ მიეჩვიეთ, რომ უკვე პრეზიდენტი ვარ?”- ზურაბიშვილი ჟურნალისტებს

„ვეღარ მიეჩვიეთ, რომ უკვე პრეზიდენტი ვარ? ნუ დარბიხართ, დადექით“ – ამ განცხადებით ჟურნალისტებს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

მედიას ზურაბიშვილისგან კომენტარის მიღება რამდენიმე თემაზე – მათ შორის მთავრობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებაზე სურდათ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ბიუჯეტის შემცირებას გულისხმობს.

გარდა ამისა, ჟურნალისტებს ინაუგურაციის საკითხიც აინტერესებდათ, თუმცა ახლად არჩეულ პრეზიდენტს არც ერთ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია.

განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობის, ასევე ხარჯების შესახებ რამდენიმე დღეში, პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. მისი თქმით, ამავე პრესკონფერენციაზე ისაუბრებს ინაუგურაციის ადგილზე და სხვა დეტალებზე.

„ეს არის საბიუჯეტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს შეტანილია ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მიმდინარეობს თანამშრომლობა, არავითარი პრობლემა არ არის,“-ამბობს ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაში„ივანიშვილმა მარგველაშვილის ურჩობის მაგალითზე გადაწყვიტა შეზღუდოს ახალი პრეზიდენტის დამოუკიდებლობა“ – ირაკლი აბესაძე
შემდეგი სტატია“თვითდაჯერებული ბრიყვების როლში ყოფნა თუ მოგწონთ, იყავით” – ბურჯანაძე ხელისუფლებას