“ივანიშვილმა ახლა უნდა გადაწყვიტოს არჩევნებით დათმობს ხელისუფლებას თუ ხალხის რისხვა გაუშვებს მას ხელისუფლებიდან – ბაჩუკი ქარდავა

„ქართული ოპოზიცია პასუხისმგებლობით ეკიდება იმ პროცესს, რაც ქვეყანაში ვითარდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, კონსტიტუციურ, მშვიდობიან ჩარჩოებში მოვახდინოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ მან წართმეული არჩევანის ულება უკან დაუბრუნოს ხალხს“ – ეს განცხადება „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ფართო ოპოზიციური შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ედპ-ს ლიდერმა ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის კანონპროექტზე ისაუბრა და თქვა რომ ეს არის ერთადერთი ალტერნატივა, რომელსაც კონსოლიდირებული ოპოზიცია დათანხმდება.

„მოგეხსენებათ, ჩვენი მოთხოვნაა ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მაგრამ ამის პარალელურად საერთაშორისო თანამეგობრობასთან კონსულტაციების რეჟიმში ვთავაზობთ ხელისუფლებას, ჩამოშლილ “ქართული ოცნებას“ მეორე, ალტერნატიულ ვარიანტს – ისეთ კანონპროექტს, რომელიც საშუალებას იძლევა ამომრჩევლის მიერ ამა თუ იმ პარტიისთვის მიცემული ხმა, ადეკვატურად იყოს ასახული პარლამენტში“- აღნიშნა ოპოზიციის წარმომადგენელმა.

„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი კახა კალაძის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს გამოეხმაურა და თქვა, რომ ივანიშვილი, რომელიც დღეს თბილისის მერის პირთ ესაიბრებოდა ხალხს ჩვეულებრივ უზურპატორად ჩამოყალიბდა.

„როგორც ხედავთ, ბიძინა ივანიშვილი კახა კალაძის პირით ესაუბრება ხალხს და ეუბნება არას. ბიძინა ივანიშვილი ჩამოყალიბდა უზურპატორად მას სურს ხალხს წაართვას არჩევანის უფლება , რომ ხელისუფლების სათავეში კიდევ დიდი ხანი იყოს. თუმცა 21-ე საუკუნის საქართველოში ეს არ მოხდება.

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას მყარად უნდა დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი არჩევანის წართმევას არასდროს შეეგუება. არ შეეგუება გადამგდების მიერ მის შეურაცხყოფას და აუცილებლად დაანახებს იმ ძალას, რომელიც არაერთხელ გამოუხატავს. იმ პირობებში, როცა ივანიშვილი მართალი არ არის ქართველი ხალხის წინაშე, ეს ხელისუფლება აუცილებლად დამარცხდება“- განმარტა ედპ-ს ლიდერმა.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ჩაგდებული პროპორციული საარჩევნო სისტემის გამო საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან დიდ წუხილს გამოთქვამს.

„საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან დიდი წუხილია ამ საკითხზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომუნიკაცია არსებობს ბიძინა ივანიშვილთან.

ქვეყანაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური სპექტრის სრული კონსოლიდირებაა. მთელი კვირაა მთელი თბილისი პარალიზებულია. „ოცნება“ და ხელისუფლება პარალიზებულია და შესციცინებს ტელევიზორს, ამჯერად საიდან მოადგებიან ბოქლომებით. ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილმა უნდა გამოავლინოს პოლიტიკური ნება, მან უნდა გადაწყვიტოს – არჩევნებით გზით დათმობს ხელისუფლებას თუ მას ხალხის რისხვა გაუშვებს ხელისუფლებიდან”- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილთან პოზიციაც არის შეთანხმებული, რომ 2020 წლის არჩევნების სისტემურ ცვლილებას არ ვეხებით” – დიმიტრი ხუნდაძე
შემდეგი სტატიაჩეხეთში ვიზების გაცემის მაფიოზური ჯგუფი გაიხსნა