“ბიძინა ივანიშვილთან პოზიციაც არის შეთანხმებული, რომ 2020 წლის არჩევნების სისტემურ ცვლილებას არ ვეხებით” – დიმიტრი ხუნდაძე

“ქართული ოცნების” წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო ცვლილება ვერ მოეწრება და არ მოხდება.

მისივე თქმით, ყველა დეტალი ბიძინა ივანიშვილთან გავლილი და შეთანხმებულია შესაბამისად, გერმანული მოდელი მმართველ გუნდში არც კი, განიხილება რადგან, კონსტიტუციასთან,

“შეთანხმება რაც იყო გუშინ, რომ ჩვენ მაჟორიტარები არ შევეხებით 2020 წლის საარჩევნო სისტემის შეცვლას და დარჩება შერეული სისტემით როგორც არის დღეს, ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას პარალელურ რეჟიმში მაჟორიტატული სისტემის სასარგებლოდ ხმების მოგროვებას 200 000 ხმის, გვაქვს უფრო მეტი დრო, შემდეგ კვირას დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, უფრო მეტად დახვეწილს საინიციატივო ჯგუფთან ერთად დავიწყებთ რეგიონებში გასვლას, რაც შეეხება ხალხის გამოკითხვას, რეფერენდუმს, პლებისციტს ის ჩატარდება ან 2020-21წელს არჩევნებთან დავამთხვევთ, რომ არ იყოს ზედმეტი ხარჯი და შესაძლოა, ეს იყოს თვითმმართველობის არჩევნებს. შესაბამისად, როგორი იქნება ხალხის დამოკიდებულება იმის მიხედვით დავიწყებთ მოქმდებას. საბოლოოდ გუშინდელი და დღევანდელი შეხვედრისას შევთანხმდით, რომ საარჩევნო სისტემას არ შევეხებით 2020 წლისთვის, გავაგრძელებთ მუშაობას და 2021 წელს დაემთხვევა კიდევ პლებისციტი და ან რეფერენდუმი და იმის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას. არაფერს არ გამოვრიცხავ მაგრამ, ვაგრძელებთ მუშაობას იმ სისტემით რაც გვქონდა და მოვემზადოთ 2024 წლისთვის მოვემზადოთ. ბიძინა ივანიშვილთან პოზიციაც არის შეთანხმებული, რომ 2020 წლის არჩევნების სისტემურ ცვლილებას არ ვეხებით. ოპოზიცია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის რაც შეეხება პარტიების ლიდერების მრავალფეროვნებას პარლამენტში, ჩვენ პირველ წერილშიც გვქონდა კომპრომისული ვარიანტი ის პარტიები, რომლებიც დააყენებენ იმ საარჩევნო ოლქში სადაც იქნებიან რეიტინგულები ჩვენ კანდიდატურას არ დავუყენებთ საპირწონედ. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, უმჯობესია არჩევნებისთვის მოემზადონ მაგრამ, თუ კანონს დაარღვევენ, კანონი გასცემთ მათ პასუხს. გერმანული მოდელი არ განიხილება რადგან შეუსაბამოა კონსტიტუციასთან, ეს არის იგივე რისკი რაზეც მე ვსაუბრობდი პარლამენტში, რომელიც არის საფუძველი იმისა, რომ ქვეყანამ არასტაბილური ცხოვრებით გააგრძელოს არსებობა” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბრიდან იქნება
შემდეგი სტატია“ივანიშვილმა ახლა უნდა გადაწყვიტოს არჩევნებით დათმობს ხელისუფლებას თუ ხალხის რისხვა გაუშვებს მას ხელისუფლებიდან – ბაჩუკი ქარდავა