ჩეხეთში ვიზების გაცემის მაფიოზური ჯგუფი გაიხსნა

ჩეხეთის ვიზა მაფია

ჩეხეთის ვიზაჩეხეთში ვიზების გაცემის მაფიოზური ჯგუფი გაიხსნა. საინფორმაციო სერვერის “Seznam Zprávy” ინფორმაციით, ჩეხეთში სავიზო სისტემაში უკვე წლებია შეაღწიეს ჩეხეთში მცხოვრებმა რუსმა ჰაკერებმა.

ამჟამად სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორ რუს ძმაზე, რომლებმაც შეძლეს სავიზო სიტემის გატეხვა და ამ გზით ვიეტნამელებზე ვიზების გაცემაზე გავლენას ახდენდნენ.

ასევე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ძმების დედაზე და რამოდენიმე ვიეტნამელზე ,რომლებიც შუამავლის როლს ასრულებდნენ.

არსებული ინფორმაციით,მაფიოზური ჯგუფი ვიზების გაცემის ზეგავლენისათვის თითო ადამიანიდან იღებდა 15 000 ევროს. გამოძიების ინფორმაციით, ჰაკერებმა 2016 წლიდან ამ გზით ე 30 000 000 ევრო მიიღო. აღსანიშნავია ასევე, რომ საქმეში მხოლოდ ორი რუსი ჰაკერი არ ფიგურირებდა. საქართველოში ჩეხეთის ვიზების გაცემის თაობაზე არსებული პრობლემების შესახებ,არაერთხელ მიგვიმართავს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისიტროსთვის . ბოლო საჩივარი Job help-ს მიერ სექტემბერში იქნა გადაგზავნილი. გაგზავნილ წერილში არა მარტო ვაკრიტიკებთ ვიზების გაცემის წესს, არამედ ვიზების გაცემის წესის ცვლილებაც შევთავაზეთ.

საქართველოში ჩეხეთის ვიზების გაცემა სარფიანი ბიზნესი აღმოჩნდა ზოგიერთი გაუგებარი ტიპის ფირმებისთვის,რომლებიც ხალხს ატყუებდნენ დიდი ხელფასებით და ვიზების მიღებაში 1700 – 2500 ევრომდე თანხას იღებდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენს თანამოქალაქეებს 750 ევრო ადგილზე გამოართვეს და 2500 ევროს ვალზე ნოტარიუსით გაუფორმეს ვალი. შემდგომ კი ამ თანხის გამოსაძალველად ჩეხეთში ჩამოვიდნენ და თვეში 300 ევროს გაგზავნას ითხოვდნენ. ინფორმაცია საქართველოს შსს არის გადაცემული და ველოდებით გამოძიების შედეგებს.

გიორგი ალანია
ჩეხეთი

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილმა ახლა უნდა გადაწყვიტოს არჩევნებით დათმობს ხელისუფლებას თუ ხალხის რისხვა გაუშვებს მას ხელისუფლებიდან – ბაჩუკი ქარდავა
შემდეგი სტატიახელისუფლების კომპრომისი: დაგმე მიშა და გაგხდით მაჟორიტარად!