„ივანიშვილის შიშსაც ფართო თვალები აქვს” – საპარლამენტო ოპოზიცია ივანიშვილთან თანამშრომლობას გამორიცხავს

საპარლამენტო ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, დღეს ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ის არის შეშინებული და ზუსტად იცის, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებში უმრავლესობაში ვერ მოვა.

„ივანიშვილის დღევანდელი გამოსვლა ნათლად ადასტურებს, რომ მის შიშსაც ფართო თვალები აქვს და მას უწევს გაუსწოროთ თვალი რეალობას, რომ დღეს საზოგადოებაში არის მკვეთრად მისი საწინააღმდეგო განწყობა. რა თქმა უნდა წარმოუდგენელია, რომ ევროპულმა საქართველომ “ქართულ ოცნებასთან” რაიმე ტიპის კოალიციაში წარმოიდგინოს თავი. არამხოლოდ იმ გასული 7 წლის გამო, რომლის დროსაც ქვეყანაში შეიქმნა სრული კოლაფსი, ეკონომიკური, პოლიტიკური ჩიხი და ყოველგვარ განვითარებაზე საუბარი ზედმეტია. არამედ, მისი ბოლო დროინდელი, აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადებების გამოც. მას მიაჩნია, რომ გახარია არის გმირი, რომელმაც ახალგაზრდებს თვალების დათხარა. მას მიაჩნია რომ მურუსიძე არის გმირი და სასამართლო კლანი რომელმაც მართლმსაჯულება დაასამარა. ამიტომ მთავარი ამოცანაა ევროპული საქართველოსთვის, ისევე როგორც ოპოზიციური სპექტრისთვის არის მისი სახლში გაშვება და ჩამოშორება სახელისუფლებო ბერკეტებიდან,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით კოალიციის შექმნის შემთხვევაში, ის ითანამშრომლებს ყველასთან გარდა ენმ-სი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ივანიშვილმა კარგად იცის, რომ წარსულს ბარდება. სალომე სამადაშვილის განცხადებით “ნაციონალურ მოძრაობას” ვერასდროს ექნება საერთო ბიძინა ივანიშვილთან. მისივე თქმით ახლა ივანიშვილი ცდილობს მოისყიდოს კონკრეტული პარტიები, რომ როგორმე შექმნას კოალიციური მთავრობა.

„ივანიშვილს, რომელიც მიხვდა რომ წარსულს ბარდება და მისი მმართველობის ხანა ისტორიულ რეალობაში გადადის, ახლა იმედი აქვს რომ პროპორციული სისტემის დაპირებით ის შეძლებს რომ გააგრძელოს საკუთარი ძალაუფლება იმით რომ შეუთანხმდეს და მოისყიდოს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები რომ მას შეუქმნან კოალიციური მთავრობა,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა რუსეთს ვასალობა დაუდასტურა, “რუსთავი 2” მკერდით უნდა დავიცვათ – ოპოზიცია ივანიშვილის განცხადებებს აფასებს
შემდეგი სტატიათბილისის მერია – ისანში, სამშენებლო ობიექტზე უბედური შემთხვევა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას უკავშირდება