ივანიშვილის პარკში ხის გადატანის გამო, ცეცხლაურში ასწლოვანი ევკალიპტი მოჭრეს

სოფელ ცეცხლაურში ადგილობრივებმა ასწლოვანი ევკალიპტის მოჭრა გააპროტესტეს. მოსახლეობის ინფორმაციით, ჯანსაღი ხე მხოლოდ იმიტომ მოჭრეს, რომ ის შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე გადასატანი ხეების ტრანსპორტირებას აფერხებდა.
წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ხის გადამტანი კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს.
ქობულეთის სხვადასხვა სოფლებიდან შეკვეთილში ივანიშვილის აგარაკზე 15-მდე ხის გადატანა იგეგმება, ხეების ტრანსპორტირება სწორედ იმ გზით უნდა მოხდეს, სადაც ევკალიპტი მოჭრეს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის გამჭვირვალე და დამოუკიდებელი საქმიანობა – ევროკავშირის წარმომადგენლობის და IDFI-ის ​პროექტი
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” განახლებული პოლიტსაბჭო – მმართველი გუნდი სხდომისთვის ემზადება