ივანიშვილის ინტერვიუ ძალიან სასაცილო იყო, გააჟღერა არაერთი სასაცილო ბრალდება – რომან გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა არაერთი არასერიოზული ბრალდება გააჟღერა.

გოცირიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ოპოზიციას დააბრალა.

“ძალიან სასაცილო იყო ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ. ის, რომ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიც არის IRI და NDI, მათი მუშაობა კონგრესის განსახილველი ყოფილა და კონგრესს მისწერს წერილს. იყო არაერთი არასერიოზული ბრალდება, მათ შორის ჩემს მიმართ. მოგვაწოდონ არგუმენტირებული რჩევები, რა უნდა გავაკეთოთო. ე.ი. რადგან ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა ოპოზიციის ბრალი ყოფილა, რადგან ჩვენ ვერ დავეხმარეთ არგუმენტირებული რჩევებით,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა
შემდეგი სტატიახმაური და ფიზიკური დაპირისპირება გორის აგრარულ ბაზარში- ელისაშვილს ხელისუფლებამ ორგანიზებული ჯგუფები დაახვედრა