პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ როგორც ოპოზიციის წარმომადგნელები ასევე “სირცხვილიას” წევრები.

პროტესტის მიუხედავად, პარლამენტში “ოცნების” დეპუტატებმა შეღწევა შეძლეს და საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს

„ევროპულ საქართველოში“ შემავალი ფრაქციების წევრებმა კი, პარლამენტს შესაბამისი თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებით მიმართეს.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტის ეზოში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოს გავლით შედიან და საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის დეპუტატები ხვდებიან. დილიდან სამართალდამცველების მიერ ლითონის კონსტრუქციებია განლაგებული ჩიტაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე.

პარლამენტის სხვა შესასვლელებთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. დემონსტრანტები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავდნენ, მაგრამ მათ მიმდებარე ქუჩები უკვე ჩახერგილი დახვდათ.

banner
წინა სტატიაშიდიღმელაშვილი: აქციები და პიკეტირება გაგრძელდება, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება
შემდეგი სტატიაივანიშვილის ინტერვიუ ძალიან სასაცილო იყო, გააჟღერა არაერთი სასაცილო ბრალდება – რომან გოცირიძე