,,ივანიშვილის გადაწყვეტილების შემდეგ რთული იყო ვინმეს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღო”

,,თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ბუკა პეტრიაშვილის, განცხადებიტ მომავალი დამოუკიდებელი სასამართლოს სიმბოლო არის მოსამართლე ჯუღელი, რომელმაც გაუძლო უდიდეს წნეხს და პირველად გაათავისუფლა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი უდანაშაულო თანამშრომლები.

ამის შესახებ განცხადება პეტრიაშვილმა თოქ-შოუ,,არჩევანის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

,,2014 წლის 8 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილმა, პირადად გაახმოვანა საბრალდებო დასკვნა და გამოუტანა განაჩენი თავდაცვის სამინისტროს 5 უდანაშაულო ადამიანს. ამის შემდეგ რთული იყო ვინმეს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღო. თუმცა, იყვნენ ისეთ მოსამართლეებიც, რომლებიც ძალიან ძლიერ წნეხს გაუძლეს. ასეთი იყო ბატონი ჯუღელი. ის არის მომავალი დამოუკიდებელი სასამართლოს სიმბოლო,“ – განაცხადა პეტრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში 14 წლის მოზარდი ხელოვნურ ტბაში ბანაობისას დაიხრჩო
შემდეგი სტატიალევან სამუშია: პროკურატურას ღარიბაშვილი და ხადური უნდა დაეკითხა