ლევან სამუშია: პროკურატურას ღარიბაშვილი და ხადური უნდა დაეკითხა

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატმა, ლევან სამუშიამ, საქმეში არსებული მასალებიდან საზოგადოებას პირველად წარუდგინა დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება აღნიშნული საქმეზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებს. დოკუმენტს ხელს აწერს ირაკლი ღარიბაშვილი და თანხის გამოყოფის წარდგინებას ფინანსთა მინისტრი აკეთებს.

ადვოკატის თქმით, ამ საქმეზე სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი და ნოდარ ხადური უნდა დაეკითხათ, რაც არ მომხდარა.

ამის შესახებ სამუშიამ გადაცემა ,,არჩევანის” ეთერში ისაუბრა.

,,ამ ხალხს რასაც ედავებიან, ეს არის 182 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და რომც სდომოდათ, ამის ჩადენა მათ არ შეეძლოთ. ესენი არ არიან ამ დანაშაულის სუბიექტები. ამ ადამიანების ხელში ერთი წამითაც მართლზომიერ მფლობელობაში არ ყოფილა აღნიშნული თანხები. ანუ, მათ თანხები საერთოდ შეეხება არ ჰქონიათ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის დეკემბრის განკარგულების მიხედვით. ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი ხელმოწერით დაავალა ფინანსთა მინისტრს აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილიყო და აღნიშნული პროექტიდან გამომდინარე გადარიცხულიყო შესაბამის კომპანიაში. ამაზე პროკურატურის პასუხი არის შემდეგი, თითქოს თავდაცვის სამინისტროს ხუთმა მთავრობის რიგითმა წევრმა შეიყვანა შეცდომაში სრულიად საქართველოს მთავრობა. ამ თემაზე არც ნოდარ ხადური დაკითხულა, არც ირაკლი ღარიბაშვილი,“ – ამბობს ლევან სამუშია.

banner
წინა სტატიაში,,ივანიშვილის გადაწყვეტილების შემდეგ რთული იყო ვინმეს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღო”
შემდეგი სტატია,,„კაბელების საქმეზე“ არასოდეს პოზიცია არ გამომიხატავს, რადგან პატივს ვცემ სასამართლოს დამოუკიდებლობას”