ივანიშვილი “მაესტროს”, “ობიექტივის”, “პალიტრა NEWS”-ს, “კავკასიის, “იბერია TV”-ის წარმომადგენლების პარალელულად „რუსთავი 2“-ს კიდევ ერთხელ შეხვდება

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც 26 ოქტომბერს, 11:00 საათზე იწვევს საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს: “მაესტრო”, “ობიექტივი”, “პალიტრა NEWS”, “კავკასია”, “იბერია TV”, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესამსახური ავრცელებს

„ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მინიმალური მედია სტანდარტის დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიერ შეფასდა როგორც მუქარა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობა.

სწორედ ამიტომ, პარტიის თავმჯდომარე „რუსთავი2“-ს 26 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზეც იწვევს, რათა ამ ტელევიზიას მიეცეს საშუალება, ნებისიერ თემაზე დასვას კითხვები და შეასრულოს განსხვავებული აზრის საკუთარ მაყურებლამდე მიტანის ვალდებულება.

ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ უზრუნველყოფს და პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის. შეხვედრა „ტექნო პარკში“ გაიმართება… ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც განაგრძობს“, – აღნიშნულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – საქართველოში დღეს განსხვავებული აზრის გამოთქმა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა პირადი შეურაცხყოფა მიუღებელია
შემდეგი სტატია“როცა საქართველოს სჭირდებოდა,ზურაბიშვილი აქ არ იყო, როცა მას საქართველო დასჭირდა, მაშინ მიიღო მოქალაქეობა”