“როცა საქართველოს სჭირდებოდა,ზურაბიშვილი აქ არ იყო, როცა მას საქართველო დასჭირდა, მაშინ მიიღო მოქალაქეობა”

როდესაც საქართველოს სჭირდებოდა, სალომე ზურაბიშვილი აქ არ იყო, როდესაც მას საქართველო დასჭირდა და მინისტრობა შესთავაზეს, მაშინ მიიღო მოქალაქეობა,- ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, 2003 წელს, როდესაც ქვეყანას უჭირდა, სალომე ზურაბიშვილი სხვა ქვეყნის ელჩი იყო სამშობლოში.

„სად იყო ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი 1990-2003 წლებში, როდესაც ეს ქვეყანა იშვა, ნიკო ნიკოლაძის საოცნებო დამოუკიდებელი საქართველო დაიბადა და ამ საქართველოს მშენებლობას სჭირდებოდა სწორედ სპეციალისტები, გამოცდილი ადამიანები, რადგან კომუნისტურ რეჟიმში აქ მცხოვრებ ადამიანებს ძალიან ნაკლები წარმოდგენა ჰქონდათ ბევრ თემაზე. სად იყო 1990-დან 2003 წლამდე, როდესაც ეს ქვეყანა რამდენჯერ დაეცა ძირს, სამოქალაქო ომი, გაჭირვება, შიმშილი, უშუქობა და ინფლაცია იყო. 2003 წელს სხვა ქვეყნის ელჩად გამოგვეცხადა სალომე ზურაბიშვილი საკუთარ სამშობლოში. როდესაც საქართველოს სჭირდებოდა, ის საქართველოში არ იყო, როდესაც მას საქართველო დასჭირდა და მინისტრობა შესთავაზეს, მაშინ გახდა საქართველოს მოქალაქე. ამაზე მე არ მილაპარაკია კამპანიის განმავლობაში, მაგრამ ეს უნდა ითქვას. მით უმეტეს, როდესაც დებატებს გაურბიან”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი “მაესტროს”, “ობიექტივის”, “პალიტრა NEWS”-ს, “კავკასიის, “იბერია TV”-ის წარმომადგენლების პარალელულად „რუსთავი 2“-ს კიდევ ერთხელ შეხვდება
შემდეგი სტატიახელოვნების სასახლეში თეიმურაზ მეფის პორტრეტი გამოიფინა – მისი ნახვა ყველა მსურველს უფასოდ შეუძლია [ფოტო]