ივანიშვილი კონსტიტუციას უყურებს, როგორც მორიგ ხეს

„ეს შედის, ბუნებრივია, ივანიშვილის ინტერესებში. ის კონსტიტუციას უყურებს, როგორც მორიგ ხეს,“ – ეს განცხადება საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად კონსტიტუციას საკუთარ ინტერესებში ცვლის.

გიორგი გუგავამ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების მინუსებზეც ისაუბრა.

„აირჩევენ მორიგ ცერემონ მაისტერს, შეკეტავენ სადღაც კანცელარიის 2-3 ოთახში, დაუნიშნავენ მდივანს და თითის დატკაცუნებაზე, როგორც შეჩვეული არის ამას ივანიშვილი თავისი მარიონეტებისგან, ისე შეასრულებინებენ დავალებას,“ – ამბობს გუგავა.

მისი განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიაში უმრავლესობა საარჩევნო სისტემაში შესატან ისეთ ცვლილებებს განიხილავს, რომელიც მას ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას მისცემს და სტაბილურობაზე საუბარი თვალის ახვევაა.

„ხელისუფლების კონცენტრირებას აპირებენ მოპარული მანდატებით,“ – განაცხადა გიორგი გუგავამ

მისი თქმით, ლეიბორისტული პარტია საკონსტიტუციო კომისიაში მაქსიმალურად შეეცდება ალტერნატიული საკითხების გატანას.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) უმრავლესობის შემადგენლობაში ჭირს იმის გააზრება, რომ კონსტიტუცია არ არის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი – ნიკა მაჭუტაძე
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი: გაუგებარია რაზე ესაუბრება პრეზიდენტი ხალხს