დავით მათიკაშვილი: გაუგებარია რაზე ესაუბრება პრეზიდენტი ხალხს

დავით მათიკაშვილის თქმით, გაუგებარია, რაზე ესაუბრება პრეზიდენტი ხალხს, როდესაც კონსტიტუციის ცვლილებების იურიდიული დოკუმენტი არ არსებობს და ჩამოყალიბების ფაზაშია.

„აქ არის სწორედ პოპულიზმის გამოძახილი, აქ არის ის არასწორი და ნეგატიური მიდგომები, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში განხილვის პირობებში იქნებოდა ჯანსაღი და სწორ მიმართულებას აიღებდა,“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
„დღევანდელი მოდელით ბენეფიტის მიღების შანსი ყველა ვარიანტში გააჩნია მმართველ ძალას.მისი თქმით, მმართველი გუნდი დღეს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ხელსაყრელი სისტემის შეცვლას ცდილობს, რათა ევროპისკენ ნაბიჯები გადადგას.

„1990-იანი წლებიდან პროგრესს რომ ვერ მივაღწიეთ, აი, უკვე დღეს მივაღწიოთ პროგრესს, დღეს გადავდგათ ნაბიჯები პროგრესისკენ და ევროპისკენ და შევცვალოთ საარჩევნო სისტემა ისე, რომ ამ გამართულმა საარჩევნო სისტემამ მიგვიყვანოს რეალურად პარტიული და ევროპული დემოკრატიისკენ,“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი განმარტებით, პროპორციულ სისტემაში პლურალიზმის პირობებში სტაბილურობაც უნდა შენარჩუნდეს, რათა ერთმა ძალამ ხელისუფლების ფორმირება მოახერხოს.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი კონსტიტუციას უყურებს, როგორც მორიგ ხეს
შემდეგი სტატიაUnited Airlines-მა, ბორტიდან მგზავრის ძალით ჩამოყვანის გამო, 750 მილიონი დაკარგა