ივანიშვილი და რუსეთის ორი მოქალაქე შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს სისხლის სამართლის დანაშაულში სდებენ ბრალს

რატომ ურეკავდა მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილსსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინსიტრი ბიძინა ივანიშვილი და ასევე რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც, როგორც მილიარდელი ივანიშვილი, ბანკ Credit Suisse-ის კლიენტები იყვნენ, მას საკუთარი თანამშრომლის მოქმედებების განზრახვის დამალვაში სდებენ ბრალს. ზარალი, მათი მტკიცებით, ასობით მილიონი დოლარია – სააგენტო Bloomberg-ი წერს.
Credit Suisse-ის ბანკირი ახლა ჟენევის ციხის საავადმყოფოში იმყოფება. მას თაღლითობა, გაფლანგვა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამყენება ედება ბრალად და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შვეიცარიული კანონების მიხედვით, მისი სახელი ჯერჯერობით არ ვრცელდება – აღნიშნავს Bloomberg.
ერთი თვის წინ The Wall Street Journal-მა გაავრცელა, რომ დეკემბერსა და იანვარში ივანიშვილმა ორი განცხადება შეიტანა ჟენევის პროკურორის სახელზე ბანკირ პატრიკ ლესკოდრონის წინააღმდეგ. ბანკირის ადვოკატის სახელს, საიმონ ნტახას, ახსენებს როგორც The Wall Street Journal-ი , ასევე Bloomberg-ი.
როგორც რამდენიმე ხნის წინ The Wall Street Journal-ს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, მარკ ხელცელინმა განუცხადა, ივანიშვილი მაშინ დაეჭვდა იმაში, რომ რაღაც ვერ იყო მწყობრში, როცა ზღვრული ზარების მოთხოვნები შემოუვიდა, ანუ, საინვესტიციო ინსტრუმენტების განსაზღვრული ზღვარის დაბლა დაცემის შემთხვევაში თანხის შეტანაზე მოთხოვნა (წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკირს, იმისათვის, რომ მომავალი წაგება შეაჩეროს, შეუძლია ამ ინსტრუმენტების გაყიდვა). ივანიშვილის პორტფელს Credit Suisse-ში, „ვოლ სტრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ლესკოდრონი მართავდა.
თვითონ ბანკმა მასზე საჩივარი დეკემბერში შეიტანა და მას ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დასდო, მაგრამ Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილმა და რუსეთის ორმა მოქალაქემ, რომლებიც გაზის ბიზნესში არიან, და რომლის ფულებსაც ლესკოდრონი მართავდა, ბანკსაც წაუყენეს პრეტენზია. მარტში ივანიშვილის იურისტებმა პროკუტარურაში განცხადება შეიტანეს და განაცხადეს, რომ ბანკის მხრიდან დაუდევრობა ფულის გათეთრების ტოლფასია. იანვრის განცხადებაში მათ ასევე აღნიშნეს, რომ ბანკი მათი კლიენტების ფულებით ბევრ არაკანონიერ ოპერაციებს აწარმოებდა, რომ დამატებითი საკომისიო მიეღო. „ასეთი მართვა შეუძლეებლია ბანკის მრავალი განყოფილების თანამშრომლობის გარეშე, ასევე აქტიურად თუ პასიურად, უკიდურეს შემთხვევაში სრული ინფორმაციული მხარდაჭერით (მომხდარის შესახებ) ბევრი ადამიენების მონაწილეობის გარეშე“ – ციტირებს Bloomberg-ი 27 იანვრის განცხადებას.

თებერვალში რუსეთის ორმა მოქალაქემ სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა ბანკზე ბანკირის მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, ფულის გაფლანგვის, დოკუმენტების გაყალბების გამო, სადაც, ასევე, ბრალს სდებდნენ ბანკსაც – Bloomberg-ი წერს. ისინი ორივენი ამტკიცებენ, რომ ტოპ-მენეჯერები მოუწოდებდნენ ბანკირს დაემალა კომპანიის დანაკარგი, რომელიც 2007-2008 წლებში მიიღეს ავსტრიული კომპანიის აქციებისგან კომპანია Meinl European Land -ის უძრავი ქონების სექტორიდან, სადაც ინვესტირებასაც Credit Suisse დაჟინებით მოუწოდებდა მათ. ერთ-ერთმა კლიენტმა კერძო დეტექტივებიც კი დაიქირავა, რომ დანაკარგების ისტორია გამოეძია. ივანიშვილის და რუსეთის ორი მოქალაქეს პორტელის მმართველი დამოუკიდებლად მოქმედებდა, ასეთია Credit Suisse-ის პოზიცია.
Bloomberg-მა მოვლენათა დეტალები აღადგინა რვა ადამიანთან საუბრისას, რომლებმაც კარგად იციან აღნიშნული საქმის დეტალები, კლიენტთა საჩივრები და ჩანაწერები, რომლებსაც ბანკში აკეთებდნენ 2015 წლის სექტემბერში, როცა ლესკოდრონმა აღიარა საკუთარი მოქმედებები.
როცა ის Credit Suisse-მა 2004 წელს დაიქირავა, მას საბანკო საქმეში არ ჰქონია გამოცდილება. ადრე ის ფარმაცევტულ სფეროში აუდიტორად მუშაობდა, სამსახურეობრივად იმყოფებოდა რუსეთში, სადაც ისწავლა რუსული ენა. მაგრამ ორი წელზე ნაკლებ დროში, როცა მისი ხელმძღვანელი სხვა ბანკში გადავიდა სამუშაოდ, მას ყოფილი საბჭოთა კავშირიდან Credit Suisse-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების პორტფელები გადააბარეს, საერთო ჯამში 1,6 მილიარდი დოლარის საქმე.
მათ შორის ყველაზე მდიდარი ივანიშვილი იყო. ბანკის შიდა გამოძიებაში ჩახედული ადამიანის სიტყვებიდან გამომდინარე, დოკუმენეტებით მტკიცდება, რომ თავდაპირველად ივანიშვილმა ბანკს უმნიშვნელო თანხა ჩააბარა, რომელსაც პერმანენტულად ზრდიდა. ივანიშვილმა ფული რუსეთში საბანკო და მეტალურგიულ სექტორში იშოვა, ასევე უძრავი ქონების სექტორში, შემდეგ, როგორც Forbes-ი წერს, მან გაყიდა საკუთარი კომპანიები და მიღებული თანხების ინვესტიცია ოქროში ჩადო რუსულ და ამერიკულ ბაზარში, ასევე, ხელოვნებაში.
„ეს კლიენტი მე სრულიად მენდობოდა“ – განაცხადა ივანიშვილის ანგარიშის მმართველმა სექტემბერში, როცა მან კოლეგებთან აღიარა თავისი მოქმედებები, Bloomberg-ი ციტირებს. მისი თქმით, 2009 წლის ზამთარში, ფინანსური კრიზისის დროს ჩამოშლილი ბაზრის გამო, ივანიშვილმა გასცა განკარგულება კონსერვატიული პორტფელის ობლიგაციებიდან 600 ათასი დოლარი აქციებში გადაერიცხათ. ფული ბანკის სინგაპურის ოფისის გავლით უნდა გადარიცხულიყო.
ამერიკულმა საფონდო ბაზარმა მინიმალურ ზღვარს 2009 წლის 9 მარტს მიაღწია. ამის შემდეგ, აშშ-სა და სხვა ბაზრებში კოტირების ზრდა იწყება. წლის ბოლოს ინდექსი S&P 500 65%-ით გაზარდა.
თუმცა, ლესკოდრონმა, მისივე თქმით, სინგაპურის ოფისში მოთხოვნის გაგზავნიდან ერთი თვეზე მეტი ხნის შემდეგ გაიგო, რომ, მისმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, ფული არ გადაერიცხათ. შედეგად, ივანიშვილმა ვერ მიიღო მოგების მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგანაც აქციათა ბაზარზე მატების საწყისი ეტაპი გამოტოვა. გამომძიებლები, რომლებიც Credit Suisse-მა დაიქირავა, მოვლენათა ამ განვითარებას არ ადასტურებენ, განიცხადა Bloomberg-ს წყარომ, რომელიც ახლოს იცნობს საქმის ვითარებას.
მისი თქმით, ბანკირმა ივანიშვილის ვერ მიღებული მოგების კომპენსირებისთვის, მისი საკრედიტო ხაზის გამოყენება გადაწყვიტა და აპრილ-მაისში აქტიურად დაიწყო რუსული აქციების და ობლიგაციების ყიდვა 100 მილიონის ფარგლებში. რადგანაც ბაზარი მუდმივად იზრდებოდა, მან მალე შეძლო მიზნის მიღწევა და მოგებამ, მისი თქმით, 180% შეადგინა. კლიენტის განკარგულებების გაყალბება ადვილი იყო, განუცხადა მან Credit Suisse-სს სექტემბერში: „ქაღალდის ნაწილს, სადაც მისი ხელმოწერა იყო, უბრალოდ, ვაწებებდი გადარიცხვის ორდერზე და ვაკოპირებდი“.
მისი თქმით, შემდეგ მან გადაწყვიტა, მოგების ნაწილი გამოეყენებინა ორი სხვა კლიენტის წაგების კომპანსირებისთვის, რომლის შესახებაც, მათ არ იცოდნენ. თანხა, რასაც ისინი განკარგავდნენ, იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ივანიშვილი, მაგრამ ბანკირის თქმით, მას მათდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, რადგანაც ისინი იყვნენ პირველი მსხვილი კლიენტები, რომელიც მან თვითონ მიიყვანა Credit Suisse-ში. ისინი რუსეთის გაზის სექტორის ტოპ-მენეჯერები იყვნენ.
ბანკირის თქმით, ორივეს ერთად დაახლოებით 200 მილიონი ჰქონდა, მაგრამ „ისინი ყოველთვის დიდ მოგებებს ელოდებოდნენ და ვერ გადაიტანდნენ წაგებას“. ამავე დროს, მათი იურისტის ჯორჯიო კამპის მტკიცებით, 2007-2008 წლებში ავსტრიულ Meinl European Land-თან წაგებამ 17 მილიონი შეადგინა. ლესკოდრონმა, მისი მტკიცებით, ივანიშვილთან შეუთანხმებელი ოპერაციებიდან მიღებული მოგებიდან, რომელიც მან მიიღო, აიღო 60 მილიონი და გადაურიცხა რუსეთის მოქალაქეებს. ვერც კლიენტებმა და ვერც ბანკის შიდა მოსამსახურეებმა ეს ფულადი გადარიცხვა ვერ შენიშნეს, განაცხადა მან სექტემბერში.
მას ახალი კლიენტები აწყდებოდნენ. ადამიანების მტკიცებით, რომელიც სიტუაციას იცნობენ, ის Credit Suisse-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკირი გახდა – Bloomberg-ი წერს.
2012 წლიდან ბანკირმა კლიენტებს აქტიურად დაუწყო მტკიცება ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Raptor Pharmaceutical-ში ჩაედოთ ინვესტიცია. მისი ბევრი კლიენტი, მათ შორის ივანიშვილი, Raptor Pharmaceutical-ის ერთ-ერთი მსხვილი ინდივიდუალური აქციონერი გახდნენ- კომპანიის მოხსენებიდან ჩანს. 2013 წლიდან მისი აქციები ორჯერ გაიზარდა. ბანკირის თქმით, მან Raptor Pharmaceutical-ის მილიონი აქცია კლიენტებთან შეუთანხმებლადაც იყიდა. წლების მანძილზე ის აფიქსირებდა მოგების ნაწილს და კომპანიაში სულ უფო მეტ თანხას დებდა.
ყველაფერი 2015 წლის 14 სექტემბერს დასრულდა, როცა Raptor Pharmaceutical-მა განაცხადა, რომ ახალი წამლის გამოცდა უშედეგოდ დასრულდა. აქციები 37%-ით დაეცა. ივანიშვილმა ზღვრული ზარების მიღება დაიწყო, ერთ-ერთი იყო 128 მილიონი დოლარის ღირებულების. ერთ-ერთმა რუსმა კლიენტმა 8 მილიონი დოლარის ზღვრული ზარი მიიღო. ოთხ დღეში ბანკირმა Credit Suisse-ის კოლეგებს სიმართლე უთხრა. მისივე თქმით, ის თვითონ არალეგალურ ოპერაციებზე ფულს არ შოულობდა. Credit Suisse-მა ვერ დაამტკიცა საწინააღმდეგო, მაგრამ „არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ის ცდილობდა პირადი მოგება მიეღო“ – ნათქვამია ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ ბანკის საჩივარში.
დეკემბრის დასაწყისში Credit Suisse-ი ივანიშვილთან პრობლემის შეასძლო დარეგულირებაზე მოლაპარაკებებს მართავდა, მაგრამ მხარეები კომპანსაციის ოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ, Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც იცნობენ ამ მოლაპარაკებებს.
დაზარალებული კლიენტებიდან მინიმუმ ერთი დახურავს ანგარიშს- Bloomberg-ი წერს.
ბანკის მესამე კვარტლის მოხსენებაში საუბარია მდიდარი კლიენების საქმის მართვის შესაძლო პრობლემებზე. მე-4 კვარტლის მოხსენებაში არის ასეთი წინადადება: „ერთჯერადი მსხვილი გადინება და გადინება, პოტენციურ სასამართლო დავასთან დაკავშირებული -1,5 მილიარდი ფრანკი.“ ანუ 1,03 მილიარდი. Bloomberg-ის მონაცემებით, ეს ის თანხაა, რომელზეც პრეტენზია აქვს ივანიშვილს. Credit Suisse-მა საკუთარი ბანკირის საქმეზე შესაძლო გადასახადთან დაკავშირებით 250 მილიონი ფრანკის რეზერვაცია მოახდინა, ამბობს სააგენტოს წყარო, რომელიც სიტუაციას კარგად იცნობს.

2016 წლის Forbes-ის მილიარდელების სიაში ივანიშვილი 298-ე ადგილზეა 4,8 მილიარდით (2015 წელს 5,2 მილიარდით ის 201-ე ადგილზე იყო).
Credit Suisse-ის გენერალური დირექტორი ტიჯან ტიამი, რომელიც ბანკს 2015 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს, ბანკის რესტრუქტურიზაციას აპირებს.
ბანკის აქციები მიმდინარე წლის დასაწყისიდან 33%-ით დაეცა.

banner
წინა სტატიაში(video)ირინა სარიშვილი: “მოსაწყენია, რომ არ არის ღარიბაშვილი,რადგან კარგად ვერთობოდით”
შემდეგი სტატიასენაკის, მესტიის, წალენჯიხის, ხობის, ჩხოროწყუს და აბაშის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციებს არცერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენიათ