სენაკის, მესტიის, წალენჯიხის, ხობის, ჩხოროწყუს და აბაშის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციებს არცერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენიათ

საქართველოს ორგანული კანონის – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ ფრაქციაში, რომლის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები.

ფრაქცია არის გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის გარშემო გაერთიანებული საკრებულოს წევრთა ჯგუფი, რომელიც საქმიანობას წარმართავს თვითმმართველობის კოდექსის, საკრებულოს რეგლამენტისა და ფრაქციის წესდების შესაბამისად. ფრაქციის შექმნის მთავარი მიზანი საკრებულოს წევრის იმ უფლებამოსილებების ეფექტიანი რეალიზებაა, რომელიც ამა თუ იმ საკითხის ინიცირების უფლებას, თანამდებობის პირთა თუ კომისიის თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენას, მუნიციპალური სამსახურების საქმიანობის შესწავლას და ა.შ. მოიცავს.

„საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველო“ დაინტერესდა, თუ რამდენი ფრაქცია ფუნქციონირებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ასევე, დროის რა მონაკვეთში ჩამოყალიბდნენ ისინი და რეგისტრაციიდან დღემდე რა საკითხების ინიცირება მოხდა ფრაქციების მიერ.

მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის 10 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში 66 ფრაქცია ფუნქციონირებს, რომელთაგან 57 ფრაქცია 2014 წელს, 9 კი 2015 წელს არის დარეგისტრირებული:

pasted image 0

pasted image 0 (1)

როგორც ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მნიშვნელოვანი თანხა იხარჯება ფრაქციის თავმჯდომარეების სახელფასო ანაზღაურებაზე. გარდა ხელფასის, პრემიისა და დანამატისა, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ფრაქციის თავმჯდომარეების სარგებლობაშია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათთვის გამოყოფილია საწვავის ლიმიტი, ასევე ხარჯები სატელეფონო კომუნიკაციისათვის.

მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოებს ფრაქციების რაოდენობის რაიმე ზღვარი არა აქვთ დაწესებული. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საკრებულოს დებულებით, რაც უმეტეს შემთხვევაში ზოგადი შინაარსისაა და ფრაქციის თავმჯდომარესა და მის წევრს არ უწესებს რაიმე სახის განსაკუთრებულ ვალდებულებებს.

მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციისა და მისი თავმჯდომარის საქმიანობა მიმართული იყოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდაზე და უზრუნველყოფილი იყოს მისი შესაბამისობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებთან.

წყარო

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი და რუსეთის ორი მოქალაქე შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს სისხლის სამართლის დანაშაულში სდებენ ბრალს
შემდეგი სტატია„გირჩების“, ციყვების და “ნაციონალური მოძრაობის” ბუნების სხვადასხვა მოვლენებად გარდაქმნილი წევრების მოწოდებებს სერიოზულად არ აღვიქვამს