,,ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე – სხვა განხილვა მის სტატუსთან დაკავშირებით არ ყოფილა”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 14, 2018 17:38

,,ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე – სხვა განხილვა მის სტატუსთან დაკავშირებით არ ყოფილა”

მნიშვნელოვანი

  • ეს იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის ვარაუდი და ამ შემთხვევაშიც მისი პროგნოზი არის მცდარი, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

სხვა სტატიები

ეს იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის ვარაუდი და ამ შემთხვევაშიც მისი პროგნოზი არის მცდარი, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყრილობაზე პარტიამ თავმჯდომარედ აირჩია და მასთან სტატუსთან დაკავშირებით სხვა განხილვა არ ყოფილა.

„ეს იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის ვარაუდი და ამ შემთხვევაშიც მისი პროგნოზი არის მცდარი. ბიძინა ივანიშვილი არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, შესაბამისად, ის ასრულებს ამ ფუნქციას და ამ სტატუსით მონაწილეობს გუნდთან ერთად კონსულტაციებში. სხვა განხილვა მის სტატუსთან დაკავშირებით არ ყოფილა“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, უნდა დასრულდეს საქართველოში პროცესი, როცა საზოგადეობამ არ იცის, ვინ და რატომ ხსნის პრემიერ-მინისტრებს. საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილი დაასახელონ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 14, 2018 17:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics