„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქცია იმართება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ მათი არაერთი თხოვნის მიუხედავად, დაზარალებულების მოთხოვნები არ დაკმაყოფილებულა.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ გაუწიოს მათ შუამავლობა ბანკებთან, მოხდეს აღებული სესხების გადანაწილება, გამოიყოს ალტერნატიული ფართები, სადაც მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ, ასევე გამოიკვეთონ და დაისაჯონ კონკრეტული პირები, რომლებიც დამნაშავეები არიან.
აქციის მონაწილეთა ნაწილი მოითხოვს, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილმა შეისწავლოს საკითხი.

banner
წინა სტატიაშივინ გახდება ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი და რატომ გადადგა კვირიკაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა კითხვა უპასუხოდ დატოვა
შემდეგი სტატია,,ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე – სხვა განხილვა მის სტატუსთან დაკავშირებით არ ყოფილა”