იუსტინე აბულაძის ნეშტს თსუ-ის პანთეონში გადაასვენებენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, იუსტინე აბულაძის ნეშტს ხვალ გადაასვენებენ.

იუსტინე აბულაძე უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ცნობილი ქართველი ფილოლოგი, ირანისტი, რუსთველოლოგი, აღმოსავლეთმცოდნეობის ცნობილი სკოლის ერთ–ერთი თვალსაჩინო ფუძემდებელია.

იუსტინე აბულაძემ თბილისის უნივერსიტეტის დაარსების დღიდან გარდაცვალებამდე განათლების ამ დიდი კერის სამსახურს შესწირა თავი. იყო საქართველოში სპარსული ენის მეცნიერული სწავლების ფუძემდებელი, მანვე შეადგინა პირველი სახელმძღვანელო. თბილისის უნივერსიტეტში დააარსა და სათავეში ჩაუდგა სპარსული ფილოლოგიის კათედრას, აღზარდა ქართველ ირანისტთა მთელი თაობა. გამორჩეულად უყვარდა და საგანგებოდ იკვლევდა მსოფლიო მწერლობის სამ შედევრს: “ვეფხისტყაოსანს”, “შაჰნამესა” და “ვისრამიანს”. მონაწილეობა მიიღო სამივე ძეგლის ტექსტის დადგენაში, შეადგინა მათი ვრცელი ლექსიკონი, რითაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ-სპარსული ენობრივი ურთიერთობის მეცნიერულ შესწავლას.

banner
წინა სტატიაშიუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეჭვების გამო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები თურქეთში ჩარჩნენ
შემდეგი სტატიაგუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა