უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეჭვების გამო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები თურქეთში ჩარჩნენ

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებს თურქეთიდან თვითმფრინავით მგზავრობის უფლება არ მისცეს.

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ორშაბათს თურქეთიდან თვითმფრინავით მგზავრობის უფლება არ მისცეს, რადგან ავიალაინერის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეჭვები არსებობდა.

როგორც ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ევროკავშირის ლიდერები ანტალიაში დიდი ეკონომიკური ოცეულის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ბელგიის საჰაერო ძალების მიერ უზრუნველყოფილი კერძო თვითმფრინავით ბრიუსელში დაბრუნებას გეგმავდნენ, მაგრამ მათ განუცხადეს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეჭვების გამო, უნდა დალოდებოდნენ სხვა თვითმფრინავს, რომელიც მათთვის დღეს, ანტალიაში, სავარაუდოდ, შუადღეზე უნდა ჩაფრენილიყო. ამ საკითხს თურქეთის შესაბამისი უწყებები უკვე იძიებენ.

„როიტერის“ კორესპონდენტი იუწყება, რომ ანტალიაში სხვა რეისები განრიგის შესაბამისად ხორციელდება.

თურქეთიდან დაგვიანებით გამგზავრების გამო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრების განრიგი შეიცვალა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში 3 პირი პარიზის ტერაქტებთან კავშირის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიაიუსტინე აბულაძის ნეშტს თსუ-ის პანთეონში გადაასვენებენ