იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ლევან მურუსიძეს მოუსმენენ

news
ავტ.: news დეკემბერი 15, 2015 10:13

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ლევან მურუსიძეს მოუსმენენ

მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა გრძელდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. კანდიდატების მორიგ ნაკადთან გასაუბრება ამ წუთებში უნდა დაიწყოს.

მათ რიცხვში ამჯერად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძეც. ის საბჭოში უკვე იმყოფება. მან შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.

გასაუბრების პარალელურად, საბჭოსთან საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან ადვოკატთა ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ლევან მურუსიძის სასამართლოში დანიშვნა არის სამოქალაქო საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, ეს არის სამართლიანი სასამართლოს ოცნებაზე ფიქრის დასამარებაც კი, რადგან ყველა ის უბედურება, რაც ბოლო წლებში სასამართლო სისტემიდან მომდინარეობდა, დაკავშირებული იყო ლევან მურუსიძესთანაც,” – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.

news
ავტ.: news დეკემბერი 15, 2015 10:13