იუსტიციის საბჭოს სხდომაზე ევა გოცირიძესა და ანა ნაცვლიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ევა გოცირიძესა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ევა გოცირიძემ ანა ნაცვლიშვილს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მისთვის ნული ქულის დაწერის დასაბუთება მოსთხოვა. როგორც ევა გოცირიძემ განაცხადა, ანა ნაცვლიშვილს არ აქვს მორალური უფლება მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში ქულათა სისტემის გამოყენებაზე ისაუბროს, რადგან მას არ დაუსაბუთებია თუ რატომ დაუწერა ნული ევა გოცრიძის კანდიდატურას. ანა ნაცვლიშვილის რეპლიკაზე, რომ კანონმდებლობა არ ავალდებულებს დასაბუთებას, ევა გოცრიიძემ აღნიშნა, რომ ეს არის უსუსურობის დემონსტრირება და ქულათა სისტემა არაეფექტურია და ის შეიძლება გამოყენებული იყოს ბოროტად. ამის საპასუხოდ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ის ქულათა სისტემას ადვოკატირებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ევა გოცირიძის დანიშვნამდე უწევდა, ამჯამადაც უწევს და მომავალშიც გაუწევს.

„ეს არის უსუსურობის დემონსტრირება და თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება ქულებზე ისაუბროთ. ასეთი მიკრძოებულობა საბჭოს არც ერთ წევრს არ გამოუხატავს. მე არ მქონდა ვალდებულება, რომ ლევან მურუსიძესთვის მხარდაჭერის გამოცხადება დამესაბუთებინა, თუმცა, ამის მიუხედავად გავავრცელე განცხადება, სადაც ავხსენი რატომ დავუჭურე მას მხარი “, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში„მოგიწოდებთ ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ 2030 წლისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა ნახევრამდე მაინც შევამციროთ”
შემდეგი სტატიაბაჩო ახალაია: გიგა ოთხოზორიას მკვლელს აუცილებლად მოუწევს პასუხისგება