იუდას როლის შემსრულებელი მსახიობი სააღდგომო სპექტაკლის მსვლელობისას ასფიქსიით გარდაიცვალა თვითმკვლელობის სცენის წარუმატებელი შესრულებისას – The Daily Mail-ი წერს. წინასწარი მონაცემებით, 23 წლის მსახიობს ფეხი დაუცდა სკამზე, სადაც “ჩამოხრჩობის” დროს იდგა. მაყურებლები შეეცადნენ დახმარებოდნენ ახალგაზრდა მამაკაცს, მაგრამ უშედეგოდ.