ტრამპმა და ერდოღანმა ასადის პასუხისმგებლობის დაყენების შესახებ მოწოდება გააკეთეს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა თურქმა კოლეგამ რეჯეპ ერდოღანმა მოწოდება გააკეთეს, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესახებ იდლიბში გამოყენებული ქიმიური იარაღის გამო – თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურებმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის გზები განიხილეს.
სირიული ოპოზიციის განცახდებით, ბაშარ ასადმა 4 აპრილს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გაზი გამოიყენა, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა 80-მდე და დაშავდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიიუდას როლის შემსრულებელმა მსახიობმა სპექტაკლის მსვლელობისას მექსიკაში თავი შემთხვევით ჩამოიხრჩო
შემდეგი სტატიარუსი დეპუტატის აზრით, ქართული მხარე ლავროვის სოხუმში ვიზიტის თეთრი სახლის დაკვეთით აპროტესტებს