იუბერ დე ჟივანში – ფრანგული მოდის მეფე გარდაიცვალა

91 წლის ასაკში საფრანგეთის მაღალი მოდის სახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი იუბერ დე ჟივანში 10 მარტს გარდაიცვალა -ამის შესახებ ინფორმაციას  მისი ასისტენტი ავრცელებს. ჟივანშის კლიენტები იყვნენ ჟაკლინ კენედი, მსახიობი ოდრი ჰეპბერნი და სხვა.
“მისიე ჟივანში ძილში გარდაიცვალა, მისი ნათესავები, ძმისშვილები და შვილები ამ დანაკარგის ტკივილს იზიარებენ” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

იუბერ დე ჟივანშმა თავისი მოდელების პირველი ჩვენება 1952 წელს ჩაატარა. იუბერ დე ჟივანშის ყველაზე ცნობილი კაბა ოდრი ჰეპბერნის გმირს ეცვა ფილმში “საუზმე ტიფანისთან”.

banner
წინა სტატიაშიავიაკატასტროფა კატმანდუში – 49 მგზავრი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკრემლი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას იწონებს