იტალიის ვიცე-პრემიერმა პარიზს ხუმრობით მოუწოდა მონა ლიზის პორტრეტი დააბრუნოს

იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ პარიზს ხუმრობით მოუწოდა მონა ლიზის ლეგენდარული პორტრეტი დააბრუნოს, და მაშინათვე დაამატა, რომ იხუმრა. როგორც The Local-მა განაცხადა, შემთხვევა რომში გამართულ პრესკონფერენციაზე მოხდა, რომელიც ლეონარდო და ვინჩის 500 წლისთავს ეძღვნებოდა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთ-იტალიის ურთიერთობა რამდენიმე სკანდალის შემდეგ, რომელიც მიგრანტების თემას ეხებოდა, ძალიან დაძაბულია. საფრანგეთმა თებერვალში დროებით გაიწვია კიდეც საკუთარი ელჩი იტალიიდან. “ვაცხადებ, რომ საფრანგეთის ელჩთან ვმუშაობთ, რომ მონა ლიზა დააბრუნონ მათთვის, ვისაც მისი ახლოდან ნახვა სურს. ეს მოხეხრებული იქნებოდა” – თქვა სალვინიმ. ამის შემდეგ, იმისთვის რომ აღენიშნა, რომ იხუმრა, დაამატა: “ახლა ხუმრობის გარეშე – ცხადია, ჩვენ მეტი საერთაშორისო კრიზისი არ გვინდა” – იტალიელმა პოლიტიკოსმა თქვა.
ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზა” საფრანგეთის ლუვრშია გამოფენილი.

banner
წინა სტატიაშინოვოსიბირსკში სტალინის ძეგლს დადგამენ
შემდეგი სტატიათურქეთის ევროკავშირში შესვლის პროცედურის შეწყვეტაზე ევროპარლამენტმა ოფიციალური მოწოდება გააკეთა