თურქეთის ევროკავშირში შესვლის პროცედურის შეწყვეტაზე ევროპარლამენტმა ოფიციალური მოწოდება გააკეთა

ევროპარლამენტმა საგარეო კომიტეტის მოხსენება მიიღო, სადაც ევროკომისიას და მის წევრ-სახელმწიფოებს მოუწოდებენ თურქეთთან შეწყვიტონ ოფიციალური მოლაპარაკებები ქვეყნის ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით – “ტვიტერში” მოხსენების ავტორმა კატი პირიმ გაავრცელა. “ევროპარლამენტმა ამ წუთას მიიღო ჩემი მოხსენება, და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს ოფიციალურად შეწყვიტონ მოლაპარაკებები გაერთიანებაზე და თურქეთის დემოკრატიას სოლიდარობა აჩვენონ” – პირიმ დაწერა.
კომიტეტმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თურქეთში ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებებს იგნორირებას უკეთებენ, სასამართლო სისტემაზე ზეწოლას ანხორციელებენ და სხვა.
თურქეთისთვის ევროკავშირში გაერთიანება ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია.

banner
წინა სტატიაშიიტალიის ვიცე-პრემიერმა პარიზს ხუმრობით მოუწოდა მონა ლიზის პორტრეტი დააბრუნოს
შემდეგი სტატიასაფრანგეთმა, გერმანიამ და ირლანდიამ Boeing 737 MAX-ის ფრენები აკრძალა