იტალიის პრემიერმა, მათეო რენცმა ბრიტანელ სტუდენტებზე ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების პასპორტების გაცემის წინადადება წამოაყენა, თუკი მათ ევროპაში სწავლა სურთ.
“თუკი ბრიტანელ სტუდენტს ევროპაში 2,3, ან 4 წლის გატარება მოუდება, ჩვენ შევისწავლით მისთვის, იტალიური, ფრანგული და გერმანული პასპორტის მიცემის შესაძლებლობებს – მაგრამ მიმდინარე მომენტისთვის არაფერია გადაწყვეტილი” – განაცხადა რენციმ ბრიუსელში “ბიბისისთან” საუბარში.