“დემოკრატიული მოძრაობა” თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს

“დემოკრატიული მოძრაობა” ღრმა მუწუხარებას გამოთქვამს სტამბოლის, ათათურქის აეროპორტში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტის გამო.

“სწორედ ტერორიზმი არის დღეს, მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევა. ფაქტია, რომ ის, რასაც ცივილიზებული სამყარო ამ საშინელი ჭირის შესაჩერებლად აკეთებს არაა საკმარისი. ის მძვინმარებს და სულ უფრო მეტი მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს.

“დემოკრატიული მოძრაობა” სამძიმარს უცხადებს თურქ ხალხს, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ათათურქის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც სროლის ხმა უძღოდა წინ. აფეთქებას ბოლო მონაცემებით, 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 150-მდე მოქალაქე.

banner
წინა სტატიაში«სენაკში ამის გაკეთება არ შეიძლება… ვერავინ გათვლის, კარიერის გახსნა რა კატაკლიზმებს გამოიწვევს»
შემდეგი სტატიაიტალიის პრემიერ-მინისტრმა ბრიტანელ სტუდენტებს ევროკავშირის ქვეყნების პასოპრტი შესთავაზა