იტალიიდან დაბრუნებული ოზურგეთის მაცხოვრებელი იძულებით კარანტინში გადაყავთ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს იძულებით კარანტინში გადაყავთ. ამის მიზეზი მისი მხრიდან თვითიზოლაციის წესების დარღვევა გახდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტში “თაიმერს”  უთხრეს, ქალბატონის მხრიდან წესების დარღვევის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებმა მიაწოდეს: ჩვენ ყველას ვამოწმებთ, რომ არ დაარვიონ სავალდებულო წესები. ამ შემთხვევაში ადგილობრივებმა შეგვატყობინეს, რომ ეს მოქალაქე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იმყოფებოდა. თუმცა, ამის მტკიცებულება არ გვაქვს. მოქალაქემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ გარეთ, ჰაერზე გავიდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ია გადავიყვანოთ სავალდებულო კარანტინში. ამჟამად ვეძებთ ადგილს, სადაც ამ ადამიანს გადავიყვანთ, აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გურიის ცენტრის ხელმძღვანელმა არჩილ მიავიამ. დადასტურებული ინფორმაციით,  მოქალაქე იტალიიდან 4 მარტს დაბრუნდა და ამ დროისთვის  მას არანაირი კორონავირუსისათვის დამახასითებელი სიპტომები არ აღენიშნება, თუმცა მას სავალდებულო თვითიზოლაცია მოუწევს.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კახა ოქრიაშვილის გარდა, ყველა მაჟორიტარი დეპუტატი 120/30-ზე საარჩევნო მოდელს მხარს უჭერს
შემდეგი სტატიასოფელ ზედა ეწერის ტერიტორია ცეცხლი წიწვოვან ხეებს უკიდია