მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კახა ოქრიაშვილის გარდა, ყველა მაჟორიტარი დეპუტატი 120/30-ზე საარჩევნო მოდელს მხარს უჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატები 120/30-ზე საარჩევნო მოდელს მხარს უჭერენ, გამონაკლისი მხოლოდ კახა ოქრიაშვილია.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, მაჟორიტარ დეპუტატებს ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვთ.

მისი თქმით, კითხვები, რომლებიც მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან ისმოდა, პასუხგაცემულია და მათ ოპოზიციასთან მიღწეულ შეთანხმება-კომპრომისთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვთ.

„კითხვებზე პასუხებია გაცემული, რაც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ყველა მაჟორიტარისთვის. გამონაკლისია კახა ოქრიაშვილი, რომელიც საკმაოდ ხისტ პოზიციაზე იყო და დღესაც ასეთივე ხისტ პოზიციას აფიქსირებს, მაგრამ ყველა სხვა მაჟორიტარი ამბობს, რომ რადგან შერეული სისტემა შენარჩუნებულია, მართალია უფრო ცოტა მაჟორიტარული ოლქით, მაგრამ მაინც და თან ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი არსებობს, რომელიც 2024 წლამდე არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ეხება, ისინი ცვლილებებში პრობლემას ვერ ხედავენ“, – დასძინა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: თუ შეთანხმების რომელიმე კომპონენტი არ შესრულდება, შეთანხმება ჩაიშლება
შემდეგი სტატიაიტალიიდან დაბრუნებული ოზურგეთის მაცხოვრებელი იძულებით კარანტინში გადაყავთ