იტალიაში გაუჩინარებული ქართველი ქალი იპოვეს

იტალიაში დაკარგული ქართველი ქალი, 34 წლის მარიამ ჟვანია იპოვნეს – ის ერთ თვეზე მეტია გაუჩინარებულია. ოჯახის წევრები, დაკარგულ ქალს, გუშინ ვიდეოზარის საშუალებით ელაპარაკნენ.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მარიამ ჟვანია მისი გაუჩინარების მიზეზად სამსახურის გამოცვლას ასახელებს.

მარიამ ჟვანიას თქმით, იმ ოჯახის წევრებს, სადაც ის მუშაობდა, პანდემიის გამო, არ სურდათ, რომ ახალგაზრდა ქალი დასვენების დღეებში ქუჩაში გასულიყო, ასევე, მას ტელეფონიც გამორთული ჰქონდა.

გაუჩინარებულ მარიამ ჟვანიას არა მარტო ოჯახი, არამედ იტალიაში სხვა ქართველი ემიგრანტებიც ეძებდნენ.

ოჯახის თქმით, მარიამ ჟვანია ამ დროისთვის უსაფრთხოდაა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი თადეოზი ბავშვებს: პარაზიტობას არ სჯობს, პატარა მოკვდეს, ვიდრე უმაქნისი გაიზარდოს?
შემდეგი სტატიამიმდინარე სეზონზე, საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევა მეორედ დაფიქსირდა