ისრაელმა სირიის საჰაერო თავდაცვის რაკეტების განადგურების პირობა დადო

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა დაიმუქრა, რომ გაანადგურებს სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემას, თუკი სირიის სამთავრობო ჯარი კიდევ ერთხელ გამოიყენებს მას ებრაელი სამხედროების წინააღმდეგ – დღეს რადიო Reshet Bet-ი ავრცელებს.
“თუკი კიდევ ერთხელ გამოიყენებენ მას ებრაული თვითმფრინავების წინააღმდეგ, ყველა მათგანი განადგურდება და ამ საკითხში არანაირი კომპრომისი არ იქნება” – განაცხადა ლიბერმანმა. მან განმარტა, რომ სირიიდან ლიბანში იარაღის გადაზიდვა ისრაელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, ამიტომ, ისრაელი იძულებულია სირიის სამოქალაქო ომში ჩაერთოს.
17 მარტს ისრაელის საჰაერო სამხედრო ძალებს სირიელმა სამხედროებმა საზენიტო რაკეტები ესროლეს. შედეგად, ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა
შემდეგი სტატიათეთრი სახლი განმარტავს, თუ რატომ არ ჩამოართვა ტრამპმა მერკელს ხელი