ისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი დააკავა – ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო

ისრაელმა დააკავა ღაზის უმსხვილესი საავადმყოფოს, ალ-შიფას დირექტორი, მუჰამედ აბუ სალმია, იტყობინება “ჰამასის” მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

სამინისტროს სპიკერმა ასევე თქვა, რომ დაკავებულები არიან სხვა ექიმებიც.

CNN-მა საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის მიმართა ისრაელის თავდაცვის ძალებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მუჰამედ აბუ სალმია დააკავეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოლონასთან ერთად ევაკუაციისას.

ისრაელის ძალებმა განაცხადეს, რომ ალ-შიფას ქვეშ “ჰამასს” ჰქონდა გვირაბები. ისრაელის ჯარისკაცებმა ადგილზე ჟურნალისტებიც შეიყვანეს, გვირაბის ბოლოს იყო საცხოვრებელი ოთახი, სამზარეულო, აბაზანა და ლითონის საწოლი. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ამას “ჰამასი” მძევლებისთვის იყენებდა.

“შიფას ჰოსპიტალი არის ყველაზე დიდი საავადმყოფო ღაზაში და ასევე არის ჰამასის უდიდესი ტერორისტული დაწესებულება”, – თქვა ისრაელის არმიის მთავარმა წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ.

მისივე თქმით, “ჰამასის” მეთაურები ამ შენობიდან უშვებდნენ რაკეტებს. ისრაელმა გაავრცელა იარაღის კადრები, რომელიც, მათი თქმით, კლინიკაში იპოვეს, მათ შორის ავტომატი, ყუმბარა, დრონი.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი – თუ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, ომი დასრულდება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა აღარ იქნება
შემდეგი სტატიამედიის ინფორმაციით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განხორციელდა